ახალი ამბები
დაბის გადამწვარ ტყეში წიწვოვანი ხეები დაირგო
ბორჯომში, სოფელ დაბაში გადამწვარ ტერიტორიაზე ხეები დაირგო. თბილისის #55 საშუალო სკოლის მეექვსე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლებმა 120 წიწვოვანი ნერგი დარგეს.

ხეების დარგვის აქციაში, ბორჯომის მუნიციპალიეტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც ჩაერთო.

2008  და 2017 წელს  გადამწვარ დაბის ტყეში,  ნერგებს სისტემატიურად რგავენ. აქციაში სპეციალისტებთან ერთად არაერთი ორგანიზაციაა ჩართული.


Print