ახალი ამბები
ბორჯომში ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფი იქმნება
18 წლის ასაკიდან ზევით ახალგაზრდებს, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, საშუალება ეძლევათ გახდნენ „ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფის“ წევრი. ისინი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ გადამზადდებიან და შესაბამის უნარ-ჩვევებს შეიძენენ. პროექტის მიზანი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაზრდაა ტყის ხანძრების რისკების პრევენციისათვის. პროექტში თვითმმართველობის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
Print