ახალი ამბები
პირველი თოვლი ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში
ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. ბორჯომიდან დაახლოებით 70 კილომეტრში, ტაბაწყურის ტბის მიმდებარე სოფლებში წუხელ მოთოვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალმთიანი ზონის სოფლებში ტაბაწყურში, მოლითში, ჭიხარულასა და ბალანთაში მკაცრი ზამთარი დაიწყო.

თოვლის მოსვლასთან ერთად ამ სოფლებამდე დამაკავშირებელი მთავარი გზა ბორჯომიდან იკეტება და დასახლებებში მოხვედრა მაისამდე მხოლოდ ახალქალაქის გავლით არის შესაძლებელი.


ფოტოებს სოციალურ ქსელში ბალანთის სკოლის დირექტორი ნინო ვასაძე ავრცელებს.


Print