ახალი ამბები
ტელეკომპანია „ბორჯომს“ ჯილდო „ბორჯომის გმირი 2018“ გადაეცა
ბორჯომის ხეობაში 2017 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრსა და ლოკალიზაციის დროს მომუშავე ადამიანებსა და სამსახურებს ჯილდო „ბორჯომის გმირი 2018“ გადაეცათ. მათ შორის დაჯილდოვდა ტელეკომპანია „ბორჯომი“. ღონისძიება მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით მოეწყო.
ასევე პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. „ბორჯომის“ მიზანია აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში. კამპანია #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში 3 ჰექტარ ფართობზე 7500 ნერგი დაირგო.

Print