ახალი ამბები
სააგიტაციო შეხვედრებისთვის ბორჯომის საკრებულომ შენობა-ნაგებობები განსაზღვრა
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა დღეს ბორჯომში. დეპუტატებმა სულ 2 საკითხი განიხილეს. თავდაპირველად ისაუბრეს იმ შენობა-ნაგებობებზე, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი ამომრჩევლებთან სააგიტაციო შეხვედრას გამართავს. სოფლებში - კულტურის სახლები, კლუბის შენობები და რიტუალების სახლები განისაზღვრა ასეთი შეხვედრებისთვის, ქალაქში კი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, სამუსიკო სკოლის შენობები და კინოთეატრის დარბაზი შეარჩიეს. მეორე საკითხი, მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის რანგირების და მისი ხელფასის ოდენობის განსაზღვრა იყო.
Print