ახალი ამბები
ტენდერში გამარჯვებული დისკვალიფიცირებულია - დვირის ბაღის მშენებელი ვერ შეირჩა
წლებია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ელოდებიან. დაახლოებით ოცი წელია, რაც ბაღის ძველი, ავარიული შენობა დაიკეტა და მას შემდეგ ბავშვები მშობლებს ქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაჰყავთ.

ბორჯომის მერია ბაღის ასაშენებლად 700 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, მაგრამ ამ დრომდე მშენებელი კომპანია ვერ შეირჩა, ტენდერში გამარჯვებული დისკვალიფიცირებულია.
Print