ახალი ამბები
სოფელ ტაძრისში 25-მდე ოჯახი გზის რეაბილიტაციას ითხოვს
სოფელ ტაძრისში 25-მდე ოჯახი სავალი გზის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით გადაადგილება განსაკუთრებით წვიმის დროს რთულდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მათ პრობლემის მოგვარებას გაზაფხულისთვის პირდება. შეგახსენებთ, სოფელ ტაძრისში გზების ძირითადი ნაწილი რეაბილიტირებულია. სულ 1 კილომეტრამდე გზა დაიგო.
Print