ახალი ამბები
ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ოთხ სეზონიან კურორტად - მამუკა ბახტაძე
12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.  მთავრობა საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მოწესრიგების მიზნით დამატებით დაფინანსებას გამოყოფს, - აღნიშნული საკითხი მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი.

"ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად 4-სეზონიან კურორტად და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც დიდველის მიმდებარე ავტოსადგომის გაფართოება უნდა დასრულეს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.



Print