სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი დღეიდან მუშაობას შეუდგა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი დღიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
ბესიკ ამირანაშვილი თანამშრომლებს რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ
სუბარმა წარუდგინა.
ახალდანიშნული გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლებს,
მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ
დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.