ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები წარადგინა. მამუკა ბახტაძემ შვიდი გუბერნატორივ ვინაობა დაასახელა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი იქნება, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შალვა კერესელიძე დაინიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. იმერეთის რეგიონის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.
Print