სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო
რწმუნებულები-გუბერნატორები წარადგინა. მამუკა ბახტაძემ შვიდი
გუბერნატორივ ვინაობა დაასახელა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი იქნება,
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შალვა კერესელიძე
დაინიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლის
გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის
თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. იმერეთის რეგიონის
რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.