ახალი ამბები
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას - NDI-ის კვლევა
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა - 48% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
გამოკითხულთა 18%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას, 10%-ის შეხედულებებთან - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 7% აცხადებს, რომ არ იცის, 5%- მა კი პასუხზე უარი განაცხადა. გამოკითხულთა 3% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ლეიბორისტული პარტია" დგას.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა
Print