ახალი ამბები
გუბერნატორებს თანამდებობებიდან ათავისუფლებენ

გუბერნატორების უმრავლესობა თანამდებობას ტოვებს. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთი სახელმწიფო რწმუნებული გაათავისუფლა.



გათავისუფლებულია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძეც. იგი აღნიშნულ თანამდებობას მიმდინარე წლის ორი აპრილიდან იკავებდა.

არსებული ინფორმაციით, თანამდებობებს მხოლოდ კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორები - ირაკლი ქადაგიშვილი და არჩილ ჯაფარიძე შეინარჩუნებენ.

ამასთან, დილიდან უკვე გახდა ცნობილი გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გადადგომის შესახებ.

ბახტაძის თქმით, ამ რეგიონებში, უახლოეს დღეებში წარადგენს ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს.

"იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით", - განმარტა პრემიერმა.

 

Print