ახალი ამბები
ირაკლი ნოზაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განაცხადა.

"პაციენტი ამჟამად მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჯერჯერობით ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ჩემი ვარაუდით, ალბათ, გვექნება საშუალება, რომ დღევანდელი დღისთვის მოვხსნათ ხელოვნური სუნთქვიდან. სისხლის დანაკარგი ანაზღაურებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. 2 ჭრილობა იყო გულ-მკერდის არეში და წინა მხრის არეში. შემოსვლისას მდგომარეობა კრიტიკული იყო“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ მომრერალი გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.
Print