ახალი ამბები
მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭერს. ის ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა. პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე სავარაუდოდ ორმა გოგომ დაჭრა. მათი თქმით მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, ნოზაძე სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

Print