ახალი ამბები
ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ
ეროვნული სატყეო სააგენტო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია
აქციის 305 მონაწილე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ
ბორცვაძემ განაცხადა.
15:44 / 21.06.2019
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14
დღის ვადაში უნდა აირჩიოს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით,
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში,
პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს
15:22 / 21.06.2019
პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას
15:17 / 21.06.2019

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას "ნუ გვესვრი!" ბორჯომელი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.

თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ
მიმართული
13:39 / 21.06.2019
თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული
ქალაქ ახალციხეში, მდინარე
ფოცხოვმა, ხანშიშესული კაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივმა
მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა. ადგილზე მისულ
09:39 / 18.06.2019
ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვმა, ხანშიშესული კაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივმა მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა. ადგილზე მისულ
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 18 - 25 °C
img
ახალციხე 17 - 22 °C
img
თბილისი 19 - 36 °C
img
ასპინძა 17 - 30 °C
img
ახალქალაქი 11 - 20 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1442
GBP
GBP
1
3.5220
TRY
TRY
1
0.4796
USD
USD
1
2.7798
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.