ახალი ამბები
ბორჯომის წყალმომარაგების სამსახურში ანზორ სვანიძე ვახტანგ ლაცაბიძემ შეცვალა
წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის ცენტრს ახალი მენეჯერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ვახტანგ ლაცაბიძე დაინიშნა , რომელიც 2010 წლიდან დღემდე აღნიშნულ კომპანიაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. დირექტორის თანამდებობაზე მან ანზორ სვანიძე ჩაანაცვლა. მენეჯერის პოსტი სვანიძეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ეკავა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, სვანიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ანზორ სვანიძემ. სერვის-ცენტრის ყოფილ მენეჯერს მანამდე 3 წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა.



Print