ახალი ამბები
ბორჯომში 102 წლის ომის ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
ბორჯომში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს გიორგი ჭველიძეს დღეს ღირსების ორდენი გადაეცა. 102 წლის ვეტერანმა ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიიღო. მას ჯილდო ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად გადასცა.
Print