ახალი ამბები
სასტუმროს ბიზნესით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ციკლი დაიწყო
სასტუმროს ბიზნესით დაინტერესებული პირებისათვის, ტრენინგების ციკლი ციფრულ მარკეტინგში დაიწყო. რისი გათვალისწინებაა საჭირო ტურისტის მისაღებად, როგორ შეიძლება წარმატებული და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად, ეს და სხვა საკითხები ბორჯომში ორი დღის განმავლობაში განიხილეს. ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სამიზნე რეგიონში ტრენინგები მაისი-ივნისის პერიოდში ტარდება. პროექტს "ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის", "კრეატიული განვითარების ცენტრი" USAID-ის ზრდა პროგრამასთან ერთად ახორციელებს.
Print