NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული
მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.
გამოკითხულთა 24 % აცხადებს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა, 9 %
მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე არ შეცვლილა, ხოლო 4% კითხვაზე, 2016
წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე
როგორ შეიცვალა, აცხადებს, რომ არ იცის.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4
აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე. საშუალო ცდილილების ზღვარი +/-2,2% პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.