ახალი ამბები
საპროტესტო აქცია სომხეთში - მოსახლეობა ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს
სომხეთში, ქალაქ გიუმრის მოსახლეობა დღეს ქუჩაში გამოვიდა და პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნა მოითხოვა. ისინი მოქმედი ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. ცენტრალური გზის პარალიზებამ საავტომობილო მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვია.

შეგახსენებთ, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარქისიანის გადადგომის მოთხოვნით საპტროტესტო აქციები სომხეთში ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.



ავტორები: თემო ინასარიძე, ნინო ვართაპეტიანი.
Print