ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის გუბერნატორებმა რეგიონები გაცვალეს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში კახა სამხარაძე, სამცხე-ჯავახეთში გადმოიყვანეს.
გაუბერნატორებმა რეგიონები გაცვალეს.

სავარაუდოდ ორივე გუბერნატორს პრემიერ მინისტრი დღეს წარადგენს.

აკაკი მაჭუტაძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა. იქამდე იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი იყო.

კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორი 2017 წლის თებერვლიდანაა. მანამდე იგი, 2015–2016 წლებში, "ქართული ოცნების" რეგიონული კურატორი იყო სამცხე–ჯავახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა–მთიანეთში. 2014-2015 წლებში კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტში, ასევე, იყო UშAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი.

ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს

Print