ახალი ამბები
უვიზო მიმოსვლა-საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომში
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვადრა გაიმართა დღეს ბორჯომში. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, წესების დარღვევის შემთხვევაში არსებულ სანქციებსა და სამომავლო რისკებზე. შეხვადრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
Print