ახალი ამბები
ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
19 მომხრე და 2 წინააღმდეგი-ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს. სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა.  შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოს აპარატში განცხადება შევიდა, 15 დეპუტატის ხელმოწერით, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაგომას ითხოვდნენ. განცხადებაზე ხელმომწერი 15 დეპუტატიდან 13 "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, ხოლო 2 "პატრიოტთა ალიანსს" მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო.
Print