ახალი ამბები
საკრებულოს სხდომაზე სამ საკითხს განიხილავენ
უკვე ცნობილია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული. დეპუტატები სამ საკითხს განიხილავენ:
1. საკრებულოს თავმჯდომარი იმპიჩმენტია.
2. მერიის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის დამტკიცებას და თანამშრომელთა ხელფასების განსაზღვრას ითვალისწინებს.
3. ფრაქცია "ქართული ოცნების" დებულებაში ცვლილებას შეეხება, რაც გულისხმობს, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილე ეყოლება.
იქნება თუ არა სხდომა დახურული, ამ თემაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
"იმ შემთხვევაში თუ სხდომა დაიხურა, მედიისთვის ღია იქნება, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ და თვალი ადევნონ მოვლენების განვითარებას"-განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ფერაძემ.

შეგახსენებთ, დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში 20 ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.  საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა „ქართული ოცნების“ 13-მა დეპუტატმა და სხდომებს არ ესწრებოდა. შემდეგ დაპირისპირება საკრებულოს ფრაქციების შექმნას და მერიის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის საკითხს მოჰყვა.  28 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნაც დააყენეს.


Print