ახალი ამბები
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე არ უშვებენ
ბორჯომში საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ა.ო. "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, თუმცა სამართალდამცავები მათ შენობაში არ უშვებენ. როგორც ისინი ამბობენ: "იმისათვის რომ საკრებულოს სხდომამ მშვიდად და ექსცესების გარეშე ჩაიაროს, არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ დაესწრება. სხდომაზე მხოლოდ საკრებულოს დეპუტატები და მედიის წარმომადგენლები შევლენ".
შენობის გარეთ შსს-ს წარმომადგენლები არიან მობილიზებული. საკრებულოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში 20 ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა „ქართული ოცნების“ 13-მა დეპუტატმა და სხდომებს არ ესწრებოდა. შემდეგ დაპირისპირება საკრებულოს ფრაქციების შექმნას და მერიის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის საკითხს მოჰყვა. 28 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნაც დააყენეს.
Print