Error
ახალი ამბები
ზაზა ჩაჩანიძე ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, ტელეკომპანია "ბორჯომთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა , რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებული მოვლენების გამო შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოისურვეს. აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეგახსენებთ, ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობაში ხმაური და ურთიერთდაპირისპირება 28 თებერვალს მოხდა, რაც საკრებულოს სხდომაზე მერიის თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხის ჩავარდნამ გამოიწვია.

საკრებულოს 28 დეპუტატიდან, აღნიშნულ სხდომას 26 დეპუტატი დაესწრო, ("ქართული ოცნების" 2 დეპუტატი იმ დღეს სხდომას არ ესწრებოდა). 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა.



Print