ახალი ამბები
ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად შეფასდა
2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე.   დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება.
"მნიშვნელოვანი ეტაპია 2017 წლის 28 მარტს, შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტის განხორციელებისთვის მიღებული უვიზო რეჟიმი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ წარმართული დიალოგი წარმატებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შემდგომი წარმოების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა"- აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში.

Print