ახალი ამბები
ბორჯომში ტაბიძის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობა შეზღუდულია
უკვე მეორე დღეა ბორჯომში ტაბიძის ქუჩა გადაკეტილია და ავტომანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. მიზეზი სანიაღვრე სისტემის დაზიანება გახდა, რომელიც ცენტრალურ გზაზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის სექტემბერში მოხდა, თუმცა პროექტი სანიაღვრე არხის შეკეთებას არ ითვალისწინებდა. შპს „რემმშენი ბორჯომმა“ მაშინ გამგეობის თხოვნით მხოლოდ ცხაური შეცვალა. თუმცა როგორც ჩანს სანიაღვრე არხი დაზიანებულია და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს.

roksa.ch
Print