ახალი ამბები
ხანძრის შემდეგ გაცემულ პრემიებზე ბორჯომის გამგეობაში განმარტებას აკეთებენ
"აგვისტოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და 10 თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებს" - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აწერს. გამგეობის 11 თანამშრომელზე საერთო ჯამში 10 150 ლარი გამოიყო.

გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა ყველაზე მაღალი პრემია საკუთარ თავს, მოადგილესა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს გამოუწერა. თითოეულს 1 250 ლარი.

გამგებლის წარმომადგენელმა დაბა წაღვერში 1200 ლარი მიიღო.

გამგებლის წარმომადგენელმა დაბა ყვიბისში 1200 ლარი.

გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში 625 ლარი.

პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული კონსულტაციების სასამართლო საქმეთა წარმოების კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა 625 ლარი.

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა 625 ლარი.

პრემია მიიღო გამგეობის ორმა მძღოლმა, თითოეულმა 850 ლარის ოდენობით. მესამე მძღოლის პრემიამ, 425 ლარი შეადგინა.

გამგებელი როგორც აღმოჩნდა შვებულებაშია, კითხვაზე თუ რა დამსახურების გამო გაიცა  პრემია გამგეობაში  გამგებლის მოადგილემ ანზორ სვანიძემ გვიპასუხა.
Print