ახალი ამბები
ღვარცოფი ხაშური- ბორჯომის მაგისტრალზე
ძლიერი წვიმის გამო მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა დაბა ახალდაბის ხიდთან ხაშური-ბორჯომის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. მოძრაობა გაიხსნა თუმცა ამ წუთებში აქ ძლიერი საცობებია შექმნილი. ღვარცოფმა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე  ადგილობრივი მოსახლეობის  სადურგლო სამქროები და მაღაზია დააზიანა. ტელეკომპანია ბორჯომის გადამღები ჯგუფი ადგილზეა და ახალ ამბებს შემთხვევის ადგილიდან უახლოეს ხანში მოგაწვდით
Print