ახალი ამბები
საქართველოში 5.1 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა დავიქსირდა
საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა ან სხვა რაიმე სახის პრობლემა არ გამოუწვევია.
Print