ახალი ამბები
მსჯავრდებულები საკნებში დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან
პენიტენციური დაწესებულებების საკნებში ბრალდებულები/ მსჯავრდებულები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, ცვლილებები, რომელიც საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განთავსების საკითხს შეეხება, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებში შევიდა.
ცვლილებების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორც წესი, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი/მსჯავრდებულნი არიან სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის.
ღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია.

Print