ახალი ამბები
“Georgia +” -ინტერაქტიული მულტიმედია
ტელეკომპანია ,,ბორჯომი“ "ინტერნიუსი საქართველოს" მხარდაჭერით 8 პარტნიორ მედიაორგანიზაციასთან ერთად ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტის ფარგლებში ჩვენს ვებ.გვერდზე განთავსდება მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტები სახელწოდებით “Georgia +”, რომელიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალებისა და ინფოგრაფიკის გამოყენებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს გააშუქებს.

პირველი პაკეტის თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. იგეგმება ასევე ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, მიგრაციის, ახალგაზრდობის, ტურიზმის, არჩევნების თემების გაშუქება.

პირველ მულტიმედიურ მასალას ,,აფრიკა თბილისში“ , რომელის ჟურნალი ,,ინდიგოს“ ჯგუფმა მოამზადა, უკვე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ.გვერდზე.

ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ეძებს ახალ პერსპქეტივას თბილისის ერთ-ერთი დასახლება, რომელიც ერთ დროს ინდუსტრიული მიზნით გააშენეს, ინდუსტრია კი გაჩერდა.

ამ პროექტის ზოგიერთი გმირისთვის აფრიკა ჩიხია, საიდანაც თავის დაღწევა უნდა, ზოგიერთისთვის კი კომფორტის ზონაა, სადაც ქალაქის ხმა და რიტმი ვერ აღწევს. სწორედ მათი დახმარებით ვცდილობთ დავინახოთ რა არის აფრიკა ქალაქის ხელისუფლებისთვის და თბილისისთვის. უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ და მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები.

დანარჩენი მულტიმედიური მასალებიც მალე გამოჩნდება ჩვენს ვებ.გვერდზე. რუბრიკაში “Georgia+”, მულტიმედიური თემატური მასალები მზადდება პროექტის ფარგლებში, რომელის სახელწოდებაა "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" და რომელსაც ,,ინტერნიუსი საქართველო“ ინტერნიუს ნეთვორკთან (აშშ) ერთად ახორციელებს.
Print