ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ხვალ, 26 მაისს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიებებია დაგეგმილი.







ქალაქი ახალციხე

►08:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა - თამარშვილის ქუჩა
ახალციხის ციხის (რაბათი) ტერიტორიაზე:

►13:30 თოჯინების თეატრში სპექტაკლი "სიზმარში დაკარგული ქუდის ამბავი"

►14:00 - ადგილობრივი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა; სახის მოხატვა;

►შეჯიბრებები სპორტის შემდეგ სახეობებში:

13:30 ველოტური, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან რაბათამდე

14:00-16:00 შეჯიბრი ჭიდაობაში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში;

►16:00-დან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალციხის ციხის (რაბათი)ზედა ნაწილში:

• მე-12 საუკუნის გაცოცხლება

• მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები (მშვილდის სროლა, ლახტი, ტომრებით შეჯიბრი, თოკის
გადაქაჩვა);

• გამოფენა-გაყიდვა (იარაღი, რეწვა, თიხა, ხალიჩები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ
მოწოდებული რეპლიკები. ნამდვილი ხილის ნატურმორტები, წნულები, ჩირაღდნები);

►16:30 საათი - ფილმის ჩვენება, "ქაჯეთი", კოტე მიქაბერიძე 1936 წ;

►17:00 საათი - ინსტალაცია მეფის კარზე - "იყო არაბეთს როსტევან";

►17:30 საათი - საზეიმო კონცერტი (მონაწილეები: ქ. ახალციხის ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, საესტრადო და ხალხურ საკრავთა გუნდები, სამუსიკო სკოლის ინდივიდუალური შემსრულებლები);

►19:30 საათი- გალა კონცერტი (ჯგუფი "მეტეხი", რომა რცხილაძე და ბენდი);

►20:30 საათი - თეატრალიზებული წარმოდგენა "ქაჯეთის ციხის აღება" - დასკვნითი ცეცხლოვანი შოუ.


ახალციხის მუნიციპალიტეტი

►20:00 საათზე, ქალაქ ვალეს კულტურის სახლში კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.


ბორჯომის მუნიციპალიტეტი

►11:00 - 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შეამკობა (9 აპრილის ქუჩა)

►11:00 - სპორტული წრეების მოსწავლეთა აღლუმი და სპორტული სანახაობრივი წარმოდგენა (ბორჯომის ცენტრალური პარკიდან კოსტავას მოედნამდე);

►12:00 - მხატვარ-მოქანდაკე თანგული ორთოიძის ნამუშევრების გამოფენა (კულტურისა და ხელოვნების ცენტრი);

►13:00 - ანსამბლ "ოქტავას" სოლო კონცერტი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრი);

►14:00- წიგნის მაღაზიებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (კოსტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორია);

►14:00 - პოეზიის საღამო ღია ცის ქვეშ (კოსტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორია);



ასპინძის მუნიციპალიტეტი

►11:00 - ასპინძის გართობისა და დასვენების პარკში - სპორტული და კულტურული აქტივობები;

► საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი გმირების მემორიალის შემკობა ყვავილებით, პარაკლისი;

►12:00 საზეიმო კონცერტი



ადიგენის მუნიციპალიტეტი

► 12:00 საზეიმო კონცერტი ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

12:00 საათიდან:

► საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი

► დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხატვრო სკოლის გამოფენა (სამხატვრო სკოლის დარბაზში და ღია ცის ქვეშ);

► გამოფენა-ექსპოზიცია ახალქალაქის სამხარეო მუზეუმში, თემაზე: ქ. ახალქალაქი 1991 – 2017 წწ.

► ქალაქის პარკში დღესასწაული ,,საბავშვო ნახატი ასფალტზე", საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, მუსიკისა და თამაშების თანხლებით.

► 26 მაისიდან 10 ივნისამდე - ,, მომავლის სახლში" გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;

► კონცერტები მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;

► ჭადრაკის ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის პირველობაზე ქალაქის ცენტრალურ პარკში;

► თოჯინების თეატრის სპექტაკლი ქალაქის ცენტრალურ პარკში;

► ქალაქ ახალქალაქის ბიბლიოთეკაში წიგნების გამოფენა - ძველი და ახალი თაობის ადგილობრივი მწერლების ნაწარმოებები.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

► 14.00 საათზე - საზეიმო კონცერტი კულტურის ცენტრში.

►16.00 საათზე - სპორტული ღონისძიება: "ფეხბურთის მოყვარულთა" ნინოწმინდის ლიგის ფინალური ტური;

►ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური გაკვეთილები.
Print