ახალი ამბები
GARB-ი და JRC რეგიონული ტელევიზიების რეიტინგების კვლევას იწყებს
“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” “ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან” ერთად,  GARB-ის წევრი ადგილობრივი ტელევიზიების რეიტინგების კვლევას იწყებს. mce_markermce_marker
პროექტის ფარგლებში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და კახეთში გამოკითხვა კლასტერული შერჩევის მეთოდოლოგიით ჩატარდება, რაც საბოლოო შედეგებში ცდომილებას მინიმუმამდე ამცირებს. მონაცემებს დაემატება თბილისის შეწონილი მაჩვენებელიც.
რეგიონული მაუწყებლების აუდიტორიის დასადგენად საქართველოს მასშტაბით 1000 მოქალაქე გამოიკითხება, კითხვარი დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ არის შედგენილი.
როგორც მთლიანად რეგიონული მედიის, ასევე ცალკეული ტელევიზიების ყურებადობის კვლევის შედეგები ივნისისთვის გახდება ცნობილი. GARB-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, რეიტინგები მაუწყებლებს საკუთარი პროგრამების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.


Print