ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს
პენიტენციურ დაწესებულებებში , აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს - 13-14 აპრილს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე და 15 აპრილს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

Print