ახალი ამბები
როგორ შევინახოთ ჩურჩხელები ისე, რომ არ გამაგრდეს და ახალივით რბილი იყოს?
ჩურჩხელა ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული ტკბილეულია. ის არის თათარაში - ყურძნის ბადაგის ფაფაში რამდენჯერმე ამოვლებული ნიგვზის აცმა. ყველაზე პოპულარული კახური ჩურჩხელაა, რომელსაც შიგნით მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები აქვს.

როგორ შევინახოთ ჩურჩხელები ისე, რომ არ გამაგრდეს და ახალივით რბილი იყოს? - რას გვირჩევენ გამოცდილი დიასახლისები.


ჩურჩხელის რბილ მდგომარეობაში შესანახად საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:

ჩურჩხელა კარგად შეფუთეთ საკვების შესაფუთ ქაღალდში ან ნაჭერში, რათა ჰაერის მოხვედრა შეზღუდოთ.

შეინახეთ ჩურჩხელა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილზე, სადაც ტენიანობა დაბალია, მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს მის გაფუჭებას;

მოათავსეთ ჩურჩხელები ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში;

თუ დიდი ხნით ინახავთ, შეგიძლიათ ჩურჩხელები გაყინოთ.


Print