ახალი ამბები
"ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" - 28 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში გაიმართება
28 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციიდან დაწყებიდან 1 თვის თავზე, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ერთსაათიან საპროტესტო ჯაჭვში ჩაებმებიან.

„ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის” მოქალქეები 15:00 საათიდან შეუეთდებიან.

ღონისძიების აღწერის თანახმად, ყველა ქალაქს თავისი სქემა ექნება.



თბილისის ჯაჭვი მოეწყობა შემდეგ ხიდებზე:

მეტეხის ხიდი;
მშვიდობის ხიდი;
ბარათაშვილის ხიდი;
ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი;
გალაქტიონ ტაბიძის ხიდი;
თამარ მეფის ხიდი;
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი;
მოქალაქეებს ყველაზე ახლოს მდებარე ხიდზე გასვლა შეეძლებათ ჯაჭვში ჩასადგომად.



იურისტები, მარკეტერები, HR პროფესიონალები და ბიზნესკონსულტანტები, ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები და ESM-ელები ამბობენ, რომ გადაწყვიტეს, ჯაჭვს თბილისში, ვახუშტის ხიდთან შეუერთდნენ.



ქუთაისის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ ხიდებზე:

თეთრი ხიდი;
რუსთაველის ხიდი.


ბათუმის ჯაჭვი გაკეთდება ბულვარის გასწვრივ


ფოთის ჯაჭვი გაკეთდება ცენტრალური პარკის ირგვლივ და გაიშლება სხივებად



გორის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ მარშრუტზე:

ყოფილი ფოსტის შენობა;
საკრებულოს წინ მოედანი;
სპორტსკოლა;
თამარ მეფის ქუჩის კვეთა;
მაგთის ოფისი;
ჭალა-სადგურის ხიდი.



რუსთავის ჯაჭვი გაკეთდება შემდეგ მარშუტზე:

შარტავას მოედანი;
სასტუმრო “რუსთავი”;
იუსტიცის სახლი;
გმირთა მემორიალი;
ძველი და ახალი რუსთავის – დამაკავშირებელი ხიდი;
პირამიდა;
მერია.


ახმეტის ჯაჭვის მარშუტი:

ახმეტის მუნიციპალური მერია;
რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთა.



ხაშურის ჯაჭვის მარშუტი:

დიმიტრი ყიფიანის ბაღი;
მესამე საჯარო სკოლა;
შადრევანი.
Print