ახალი ამბები
აშშ-ში სანქცირების შემდეგ კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრძანებას ხელი დღეს, 20 დეკემბერს მოეწერა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
Print