ახალი ამბები
სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში კარავს შლიან
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.

რამდენიმე სტუდენტი თსუ-ის 1-ელ კორპუსთანაა მისული და შენობაში შესვლის უფლებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ შენობაში შესვლის უფლება აქვთ.

პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი თსუ-ის 1-ელი კორპუსის ეზოში კარავსაც შლის. ამ წუთებში, ისინი კონსტრუქციას აწყობენ.




წყარო: ინტერპრესნიუსი
Print