ახალი ამბები
ერთ-ერთი მსხვილი დონორი SIDA საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას დროებით აჩერებს
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო Sida საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს შვედეთის საელჩოდან აცნობეს.

„როგორც უკვე იცით, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დაავალოს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო Sida-ს, დროებით შეაჩეროს შვედურ-ქართული პირდაპირი უწყებათაშორისი განვითარების თანამშრომლობა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. Sida-ს უკვე ეცნობა მთავრობის გადაწყვეტილება და ახლა პროცედურებს მიჰყვება მთავრობის ოფიციალური ინსტრუქციების შესასრულებლად.

შვედეთი მზადაა განაახლოს და გააფართოოს საქართველოსადმი მხარდაჭერის სრული სპექტრი, როგორც კი ქვეყანა დაუბრუნდება გზას ევროკავშირისკენ“,
– განუცხადეს ნეტგაზეთს საელჩოში.

საელჩოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მიიღეს.

როგორც საელჩოში ნეტგაზეთს უთხრეს, შვედეთის მხარდაჭერამ საქართველოსთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში 250 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა, მხოლოდ 2024 წლისთვის 16 მილიონ ევროზე მეტი იყო.

ეს შვედეთს აქცევდა საქართველოსთვის სიდიდით მესამე ორმხრივ დონორად.

შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, საქართველოს განვითარება რახანია, საკმაოდ შემაშფოთებელია.

„[არჩევნებზე] საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ აზრს. მცდელობები, შეუშალონ ხელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი როლი – მათ შორის, შემზღუდავი კანონმდებლობის საშუალებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.

შესაბამისად, მთავრობა აპაუზებს პირდაპირ შვედურ-ქართულ თანამშრომლობას, რომელიც კვლავ მიმდინარეობს, მათ შორის – საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“,
– ამბობს მინისტრი.

უფრო ადრე, ჯერ კიდევ სექტემბერში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობდა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე.


წყარო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.