ახალი ამბები
დღეს, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება" - წერია განცხადებაში.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გატარება ეტაპობრივად მოხდება.
Print