სამცხე-ჯავახეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - 1989 წელს დაბადებული ვალერი
გედელიანი გარდაიცვალა.
სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი
კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს
გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შსს
გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.
" შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989
წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო.
სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში
ყოფნის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით
აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო,
თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და
თანამშრომლებს" - აღნიშნულია განცხადებაში.