ახალი ამბები
ყველაზე ძვირად ღირებული პროექტები, რომლის განხორციელებაც რეგიონებში იგეგმება
2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ, ჯამში, 359,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებია დაგეგმილი.

პროექტებს შორის, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი, ყველაზე ძვირი, 3,3 მლნ ლარზე მეტი, ახალქალაქის სასოფლო გზის რეაბილიტაცია ჯდება. 10 ყველაზე ძვირადღირებულ პროექტს შორის 4 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება.


უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, იმ ძვირად ღირებული პროექტების ათეულს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში გეგმავს:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ვარევანი-ალასტანი-გოკიოს სასოფლო გზის რეაბილიტაცია - 3 345 212 ლარი

რუსთავი - აფხაზეთის ქუჩის, VII და VIII მკ/რ-ებს შორის არსებული ქუჩის, ნ. ლომოურის ქუჩისა და VII და VIII მკ/რ-ების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები - 3 323 788 ლარი

ქალაქ ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია - 3 090 298 ლარი

სოფელ მარტყოფში შიდა გზების რეაბილიტაცია - 2 995 217 ლარი

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები - 2 844 717 ლარი

წილკნის და წეროვნის დამაკავშირებელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები და სოფელ წეროვანში შიდა საუბნო გზების ასტალტ/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები - 2 506 998 ლარი

ახალქალაქი - დილისკა-პტენას გზის რეაბილიტაცია (ბეტონის საფარი) – 2 293 264 ლარი

სოფლებში: წინსოფელი, სკინდორი და ჭილოვანი წყალმომარაგების სისტემის მოწყობა - 2 282 788 ლარი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - ჟდანოვაკან- სამების დაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 2 190 983 ლარი

ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია - 2 185 000 ლარი



წყარო: ბიზნესპრესნიუსი


Print