ახალი ამბები
სად აიკრძალება ძაღლების და კატების შეყვანა - რა იცვლება კანონში
შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტშია ნათქვამი.


“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.




Print