ახალი ამბები
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
2011 წელს, იუნესკოს წევრი ქვეყნების და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილებით 13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღე გახდა.
საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს, თბილისში დაიწყო.

"რადიოს, როგორც ტექნოლოგიას, მეცნიერებას, კომუნიკაციის საშუალებას და აუდიო ელემენტების პროგრამირების სისტემას, ფესვები ჯერ კიდევ 1800-იანი წლებიდან აქვს… ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რადიომედია უკვე მეორე საუკუნეს ითვლის" - წერს იუნესკო.

2024 წლის რადიოს მსოფლიო დღის თემაა "ფართო შუქს უნთებს რადიო ღირსშესანიშნავ წარსულს, შესაბამისად აწმყოს და დინამიური მომავალს"
Print