ახალი ამბები
ქეთევან მესხი - 7 წლის ბორჯომელი ჩემპიონი ჭადრაკში
7 წლის ქეთევან მესხი, სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონია ჭადრაკში, 8 წლამდე გოგონათა შორის.

ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის, მეორე კლასის მოსწავლემ, მონაწილეობა ჭადრაკში სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატში მიიღო და გამარჯვებაც მოიპოვა.

ამ გამარჯვებით ქეთევანმა საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც ბათუმში 15-24 მაისს გაიმართება.



Print