ახალი ამბები
„იმედში“ გლოვის დღეა - მიშო უბედური შემთხვევის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა
„იმედში“ გლოვის დღეა. ჩვენი კოლეგა მიშო ბიძინაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.  წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედი". მიშო უბედური შემთხვევის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის საჰაერო ბურთში იმყოფებოდა, რომლითაც მფრინავებს ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ.

მიშო ბიძინაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „იმედის“ არქივს შემორჩა მისი არაერთი უნიკალური კადრი.

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები შეძრული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ვუსამძიმრებთ მიშოს ოჯახსა და ახლობლებს.

მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის.

უბედური შემთხვევა სოფელ ასურეთის მიმდებარედ მოხდა. დაღუპულთა შორის არის ხომალდის მეთაური და პირველი მფრინავი, საქართველოს სამგზის რეკორდსმენი, 19-წლიანი სტაჟის მქონე რევაზ უთურგაური. ის ასევე „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო.

ასევე დაღუპულია ფრენის 13-წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელი ჰაერნაოსანი კშიშტოფ ზააპარტი. საჰაერო ბურთით ფრენაში ზააპარტი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. მას 3 500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა ნაფრენი.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მფრინავების დაღუპვის გამო და უსამძიმრებს ოჯახებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.