ახალი ამბები
უკვე მეორედ, მძიმე სენმა ომი გამომიცხადა - შორენა სურმანიძის მეორე რაუნდი სიმსივნესთან ბრძოლაში
„..არ ვიცი, რატომ გადამეკიდა, რა ვერ დავუმტკიცე... მაგრამ, პირველი გამარჯვების შემდეგ, უკვე მეორედ, მძიმე სენმა ომი გამომიცხადა... “ - ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას შორენა სურმანიძე, რომელიც ბევრი ადამიანისთვის, ალბათ, დიდი მოტივატორი იქნება.

შორენა სურმანიძემ ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. 14 წელი ებრძოდა და ერთხელ უკვე გაიმარჯვა. წინ მეორე რაუნდია. შორენას ავთვისებიანი სიმსივნე გამოჯანმრთელებიდან 12 წლის შემდეგ ისევ დაუდგინდა.

„თავი ცუდ სიზმარში მგონია, მაგრამ ნელ-ნელა ვფხიზლდები და ვფიქრობ, რომ ეს მორიგი გამოწვევაა ცხოვრებისგან, რომელიც ამაყად უნდა მივიღო... არ მაქვს უფლება, თავი დავუხარო...

როცა დიაგნოზის შესახებ გავიგე (ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა, მეორე B სტადია), არ დაგიმალავთ და გავტყდი... ვთქვი, რომ არ ვიბრძოლებდი, რომ ძალიან დავიღალე... შემდეგ კი, როცა გონს მოვედი, ამ სუსტ გოგოს იმ ძლიერი გოგოსი შერცხვა, რომელიც ძალიან პატარა, 12 წლისა ებრძოდა ვერაგ დაავადებას (ჰოჯკინის ლიმფომას), რომელმაც 14 წელი იბრძოლა და დაამარცხა; იმ გოგოსი შერცხვა, რომელიც სხვებს აიმედებდა, ანუგეშებდა და ეუბნებოდა, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დაეყარათ, უნდა ებრძოლათ... რომ სიმსივნე განაჩენი არ არის!

და ადრე ნათქვამი სიტყვები გაახსენდა: „მე რომ დამჭირდეს იმავე გზის გავლა, თავიდან დავიწყებო“ - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჰოდა, იწყებს!

ისიც ვიცი, რომ დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ ომში. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, ვინც ძუძუს კიბო დაამარცხა და დღეს სხვებისთვის არიან მაგალითები! ჩემთვის მისაბაძი, ძლიერი ქალები...

ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვერ საუბრობს საკუთარი პრობლემის შესახებ...

მინდა გითხრათ, არასდროს მოგერიდოთ საკუთარი დიაგნოზის, არაფერია დასამალი. გავხდებით თუ არა ავად, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ

მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ახლა მედგრად დგას მძიმე სენის პირისპირ, უნდა იამაყოთ საკუთარი თავით! ძალიან ძლიერები ხართ! მე ვიცი, უკვე მეორედ, რა ძალა უნდა ამ დროს ადამიანს და მივხვდი იმასაც, რომ არაფერია სიცოცხლის სურვილზე ძლიერი... ყველაფერს გაგაკეთებინებს, მთებს გადაგადგმევინებს... (მთების გადადგმა კი ნამდვილად გჭირდება, იმდენად რთული და კომპლექსური საკითხებია მოსაგვარებელი ამ სენთან საბრძოლველად)

როცა ხედავ, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ხარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გეძვირფასება და გინდა დიდხანს იყოს, სწორედ ამისთვის უნდა იბრძოლო...

მით უფრო მაშინ, როცა, საყვარელი, თბილი, მზრუნველი, მზიანი ადამიანები მრავლად არიან შენ გარშემო...

P.S. ახლახან ჩავერთე ამ ომში, ჯერ კვლევების ეტაპზე ვარ და ვიცი, რომ წინ დიდი და ბურუსით მოცული გზაა, თუმცა, იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება... იმედი მაქვს, კარგ ექიმებს ვიპოვი, ისევე, როგორც წლების წინ, ჩემი სიცოცხლის სადარაჯოზე დასადგომად, რა თქმა უნდა, ჩემ განწყობასთან ერთად!

P.P.S. ქიმიების, სხივური თერაპიებისა და ქირურგიული ჩარევების სირთულეზე რომ არაფერი ვთქვა, რაც უკვე გამოცდილი მაქვს, ვიცი, რომ შევიცვლები და აღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ახლა ვარ, თმაც გამცვივდება და თვალებიც ჩამიქრება, დროებით. მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება, ახლიდან დავიბადები...

მე არ ვნებდები! რა შედეგიც უნდა დადგეს, ამის მიუხედავად, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არ დანებდეთ თქვენც! მკურნალობასთან ერთად, განწყობა უმთავრესია, უმნიშვნელოვანესი! ყველას გამარჯვებას გისურვებთ ამ ვერაგ დაავადებაზე“
, - წერს შორენა სურმანიძე.

შორენა მკურნალობის დაწყებამდე ძვირადღირებულ კვლევებს იტარებს, რისთვისაც ფინანსური რესურსი აუცილებელია.

ქველმოქმედებისთვის და შორეს სიცოცხლისთვის ვერთიანდებით:

ანგარიშის ნომერი:

საქ.ბანკი: #GE17BG0000000161816680

თიბისი ბანკი: #GE47TB7970845061100094



წყარო: tv9news.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
17:09 / 23.11.2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.